კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რას ვაგროვებთ ამ საიტით, რატომ და რამდენ ხანს ვინახავთ.
ბოლო განახლება 2026-11-04
რას ვაგროვებთ
როცა მოთხოვნას აგზავნით, ვაგროვებთ ფორმაში შეყვანილ მონაცემებს: საკონტაქტო ინფორმაციას, ტვირთის დეტალებსა და მიმაგრებულ ფაილებს. საიტის გამოყენების სტატისტიკისთვის ვიყენებთ Google Analytics-ს. სარეკლამო ტრეკერებს არ ვიყენებთ.
რატომ ვაგროვებთ
ფორმის მონაცემებს ვიყენებთ თქვენს მოთხოვნაზე პასუხისთვის და, თუ კლიენტი გახდებით, გადაზიდვის ორგანიზებისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და თქვენი თანხმობის გარეშე რეკლამას არ გიგზავნით.
ქუქი-ფაილები
საიტი იყენებს ტექნიკურ ქუქი-ფაილებს, რომლებიც ფორმების უსაფრთხოებასა და არჩეული ენის დამახსოვრებას ემსახურება, და Google Analytics-ის ქუქი-ფაილებს ვიზიტების სტატისტიკისთვის. მათი წაშლა ბრაუზერის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
რამდენ ხანს ვინახავთ
მოთხოვნები, რომლებიც გადაზიდვით არ დასრულდება, თორმეტ თვეში იშლება. გადაზიდვასთან დაკავშირებული ჩანაწერები ინახება იმ ვადით, რასაც საბუღალტრო და საბაჟო კანონმდებლობა მოითხოვს.
ვინ ხედავს
თქვენს მონაცემებს ხედავს NIKSWAY-ის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნას ამუშავებს. გადაზიდვისთვის საჭირო ინფორმაცია გადაეცემა გადამზიდავს, აგენტს ან საბაჟო უწყებას - მხოლოდ ის, რაც მათ სჭირდებათ.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მონაცემებს ვინახავთ თქვენ შესახებ, ასევე მათი შესწორება ან წაშლა. მოგვწერეთ: info@niksway.ge.
