ტარიფი და მარშრუტი (1–3 სთ)
ტვირთის წონისა და ზომების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე საათში მოგაწვდით დადასტურებულ ტარიფსა და ფრენის განრიგს.
როცა ტვირთის სწრაფი და დროული მიწოდება პრიორიტეტია.
საჰაერო გადაზიდვა საუკეთესო არჩევანია, როდესაც ტვირთის დროული მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. NIKS WAY თითოეული ტვირთისთვის არჩევს ოპტიმალურ მარშრუტს საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბების გავლით ევროპაში, ჩინეთში, აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში.
მომსახურება მოიცავს ავიაკომპანიის შერჩევას, სატვირთო ადგილის დაჯავშნას, საექსპორტო და საიმპორტო დოკუმენტაციის მომზადებასა და საბაჟო პროცედურების ორგანიზებას. საჰაერო ზედნადების (AWB) ნომრით შეგეძლებათ თქვენი ტვირთის სტატუსის კონტროლი.
როდესაც დანადგარის ნაწილის ან ნედლეულის დაგვიანება აფერხებს წარმოების ან მშენებლობის პროცესს.
სამედიცინო პროდუქცია, ელექტრონიკა და მალფუჭებადი საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც უმოკლეს ვადებშია საჭირო.
საცალო ვაჭრობის სეზონური კოლექციები, პროდუქციის ნიმუშები და მცირე მოცულობის მაღალი ღირებულების ტვირთები.
ტვირთის წონისა და ზომების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე საათში მოგაწვდით დადასტურებულ ტარიფსა და ფრენის განრიგს.
ტვირთს გამგზავნის საწყობიდან ვიღებთ, ვამოწმებთ შეფუთვის შესაბამისობას და ვამზადებთ საჰაერო ზედნადებს (AWB).
პირდაპირი რეისით ტვირთი თბილისში ჩამოდის 1–2 დღეში, კონსოლიდირებული მარშრუტით კი 3–5 დღეში.
საბაჟო დეკლარაციას, NIKSWAY-ს საბროკერო გუნდი ამზადებს, რის შემდეგაც ტვირთს აეროპორტიდან პირდაპირ თქვენს მისამართზე მიიღებთ.
ტვირთის ტიპები, რომლებთანაც რეგულარულად ვმუშაობთ. თუ თქვენი დარგი ჩამონათვალში არ არის, დაგვიკავშირდით - დიდი ალბათობით, ამ ტვირთსაც გადავზიდავთ.
ადგილის დადასტურებისა და დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ ტვირთის გაგზავნას დაახოლებით 24-72 სთ სჭირდება. ზუსტ ინფომრაციას მიიღებთ წინასწარ მარშუტისა და ავიარეისის განრიგის შერჩევისას.
დიახ. განბაჟებას ჩვენივე საბროკერო გუნდი ასრულებს, ამიტომ ერთი და იგივე კოორდინატორი მიჰყვება ტვირთს დაჯავშნიდან საწყობში მიწოდებამდე.
IATA-ს წესებით დაშვებული კლასებისთვის გადაზიდვას ყველა მოთხოვნის დაცვით ვაწყობთ, DG დეკლარაციისა და შეფუთვის შემოწმების ჩათვლით. გამოგვიგზავნეთ MSDS პასპორტი და დაგიდასტურებთ.
ავიაკომპანიები ფასს ფაქტობრივი და მოცულობითი წონიდან უდიდესის მიხედვით ითვლიან (1 კუბური მეტრი = 167 კგ). გამოგვიგზავნეთ ყუთების ზომები და წონა და საანგარიშო წონას წინასწარ დაგითვლით.
დიახ. ჩვენი აგენტების ქსელის მეშვეობით ტვირთს გამგზავნისგან ვიღებთ ევროპაში, ჩინეთში, აშშ-სა და აზიაში, ვასრულებთ საექსპორტო პროცედურებს და თბილისამდე მოგვაქვს.
ტვირთის აღებისთანავე მიიღებთ საჰაერო ზედნადების (AWB) ნომერს, ჩვენი კოორდინატორი კი ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მოგაწვდით: გაფრენისას, ტრანზიტულ ჰაბში და ჩამოსვლისას.
გამოგვიგზავნეთ ტვირთის დეტალები და დანიშნულების ადგილი. გამოგიგზავნით ფასსა და გადაზიდვის ვადას.