ხაზის შერჩევა და დაჯავშნა (24 სთ)
ვჯავშნით ადგილს წამყვან საზღვაო ხაზებზე (Maersk, MSC, Hapag-Lloyd) და გიდასტურებთ ETD/ETA თარიღებს.
დიდი მოცულობა, გონივრული ფასი.
საზღვაო გადაზიდვა დიდი მოცულობის ტვირთისთვის ყველაზე ხელსაყრელი გზაა. ძირითადი სირთულე თავად რეისი კი არა, საზღვაო ხაზებთან დაჯავშნა, ფოთისა და ბათუმის საპორტო მომსახურება, დოკუმენტაცია და განბაჟებაა. სწორედ ამ ყველაფერს ვიღებთ ჩვენ თავზე.
დიდი მოცულობისთვის გთავაზობთ სრულ კონტეინერს (FCL), მცირე პარტიისთვის კი ჯგუფურ გადაზიდვას (LCL). ორივე შემთხვევაში ვადასტურებთ რეისს, ვამზადებთ კონოსამენტს (Bill of Lading) და ვაწყობთ მიტანას პორტიდან თქვენს საწყობამდე.
კომპანიები, რომლებსაც შემოაქვთ ნედლეული, სამშენებლო მასალები, ტექნიკა ან სამომხმარებლო საქონელი ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან და აზიიდან.
კომპანიები, რომელთა ტვირთი 1-დან 15 კუბურ მეტრამდეა და რომლებსაც სურთ თანხის დაზოგვა მთლიანი კონტეინერის დაქირავების გარეშე.
ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით სომხეთის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მოძრავი კონტეინერები.
ვჯავშნით ადგილს წამყვან საზღვაო ხაზებზე (Maersk, MSC, Hapag-Lloyd) და გიდასტურებთ ETD/ETA თარიღებს.
ცარიელი კონტეინერი მიდის გამგზავნთან (ან ტვირთი შედის LCL საწყობში), სრულდება ექსპორტი და გაიცემა კონოსამენტი.
კონტეინერი ფოთის ან ბათუმის პორტისკენ მოძრაობს. ამ დროს წინასწარ ვამზადებთ საპორტო და საბაჟო დოკუმენტებს.
გემის შემოსვლისთანავე ვასრულებთ საპორტო ფორმალობებს და კონტეინერი სახმელეთო ტრანსპორტით მიგვაქვს თქვენს საწყობამდე.
ტვირთის ტიპები, რომლებთანაც რეგულარულად ვმუშაობთ. თუ თქვენი დარგი ჩამონათვალში არ არის, დაგვიკავშირდით - დიდი ალბათობით, ამ ტვირთსაც გადავზიდავთ.
ვადა მიმართულებასა და საზღვაო ხაზის განრიგზეა დამოკიდებული: ხმელთაშუა ზღვის პორტებიდან 5–12 დღე, ჩინეთიდან და აღმოსავლეთ აზიიდან საშუალოდ 30–42 დღე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან 30–45 დღე. ფასთან ერთად გიდასტურებთ კონკრეტულ ETD და ETA თარიღს.
როცა ტვირთის მოცულობა 12–15 კუბურ მეტრზე (ნახევარ 20-ფუტიან კონტეინერზე) ნაკლებია. ამ ზღვარს ქვემოთ LCL ჯგუფური გადაზიდვა მნიშვნელოვნად იაფი გამოდის.
დიახ. ტერმინალის მომსახურება, საბაჟო პროცედურები და ტრანსპორტირება პორტიდან საბოლოო მისამართამდე ერთი შეკვეთის ფარგლებში სრულდება და მას ერთი კოორდინატორი მართავს.
20ft კონტეინერი იტევს დაახლოებით 33 მ³-ს (მძიმე, მცირე მოცულობის ტვირთისთვის), 40ft სტანდარტული - 67 მ³-ს, ხოლო 40ft High-Cube - 76 მ³-ს დამატებითი სიმაღლის ხარჯზე.
ვჯავშნით ადგილებს მსოფლიოს წამყვან საზღვაო ხაზებზე: Maersk, MSC, Hapag-Lloyd, CMA CGM, ONE, Cosco და სხვა ოპერატორებზე, რაც საუკეთესო განრიგისა და ფასის შერჩევის საშუალებას გვაძლევს.
დოკუმენტაციას (B/L, ინვოისი, სერტიფიკატები) ვამოწმებთ გემის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა კონტეინერი თავისუფალი დღეების (Free Time) ფარგლებში განბაჟდეს და გამოვიდეს პორტიდან.
გამოგვიგზავნეთ ტვირთის დეტალები და დანიშნულების ადგილი. გამოგიგზავნით ფასსა და გადაზიდვის ვადას.